|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის წინ მოშიმშილე, ხუთი შვილის დედას თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ხუთი შვილის დედამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა. ნანა დეისაძე, რომელიც მერიის წინ სამი დღის განმავლობაში შიმშილობდა,  საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ის უკვე სახლში იმყოფება.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ნანა დეისაძე დაჭერის საფრთხის ქვეშაა. წულაიას განცხადებით, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ის  პოლიციამ დააკავოს, როგორც სხვის საკუთრებაში შეჭრილი.

ნანა დეისაძის დასახმარებლად გუშინ აქცია გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 300 ლარი შეგროვდა. მერია ხუთშვილიან ოჯახს ერთჯერ დახმარებას გაუწევს, რითაც ბინის დაქირავება შეეძლება.  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა