|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არა მარტო პატრიარქი, ეკლესია მთლიანად" -

"ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არა მარტო პატრიარქი, ეკლესია მთლიანად"-განაცხადა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა პატრიარქის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით.

მეუფის თქმით, პატრიარქი სამიზნე იყო ყოველთვის, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი თვალით უყურებს, რადგან როდესაც ადამიანი მაღლა ადის, მას ბევრი თვალი უყურებს.

"ქუთაისში, საიდანაც გაიხედავ, ბაგრატს დაინახავ, ვინც მაღლა დგას ის ყოველთვის სამიზნეშია, თუ ჩვენ ორი თვალით ვუყურებთ ერთამენთს, ვინც მაღლა ადის იმას ათასი თვალი უყურებს, ეს იგულისხმა პატრიარქმა, რომ ის არის სამიზნე და გააჩნია, ვინ რა თვალით უყურებს, ზოგი კეთილი თვალით, ზოგი შურით, ზოგს კიდევ სხვა ამბიცია და პრეტენზია აქვს. პატრიარქი თითო სიტყვაში ისეთ ღრმა შინაარსს დებს, რომ ჩვენ ვერ ამოვწურავთ ამ საუბარში, მაგრამ დღეს ვერ ვხედავთ, როგორი სამიზნეა, 90-იანი წლების დასაწყისში არ იყო სამიზნე და კომუნისტების რეჟიმის დროს არ იყო სამიზნე, როცა პატრიარქმა, საბჭოთა ჯარების შესვლა ავღანეთში უარყოფითად შეაფასა? რამდენი წელი მერე საზღვარგარეთ არ გაუშვეს პატრიარქი, იმიტომ, რომ მისი სიტყვა არ ეთანხმებოდა იმ დროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებას, ეს ყოველთვის იყო და იქნება, იმიტომ, რომ სხვადასხვა განზომილებაში ვართ ჩვენ. ხელისუფლება იქნება, თუ ადამიანები ამ სოფლის განზომილებით აზროვნებენ, პატრიარქი მარადიული ცხოვრების განზომილებით. სხვადასხვა ღირებულებითი სისტემაა, ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არა მარტო პატრიარქი, ეკლესია მთლიანად"-განაცხადა მეუფე იოანემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა