|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა?

ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა-ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  სავარაუდოდ, ჩაჩავას წასვლა გუნდში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. გავრცელებულ ინფორმაციას  " ნიუპრესთან" საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს გუნდის მარკეტინგის მენეჯერი იმედა გიორგაძე. მისი განმარტებით,  ინფორმაციას არ ფლობს და ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან.

"არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ამაზე არ ვფლობ ინფორმაციას და ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ"-განაცხადა იმედა გიორგაძემ. 

"ნიუპრესი" ზაალ ჩაჩავას  დაუკავშირდა, მას შემდეგ,  რაც საუბრის მიზეზი გაიგო,  ტელეფონი გათიშა. 

ჩაჩავამ "ტორპედო" 2017 წელს შეიძინა. გუნდში პრობლემები გასულ წელს შეიქმნა. ჩაჩავამ ფეხბურთელებს ხელფასი ვერ გადაუხადა, რის გამოც გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა. 

ამასთან, ზაალ ჩაჩავას თანხა არ გადაუხდია ქუთაისის ბიუჯეტში, რომლისგანაც გუნდი შეიძინა, რის გამოც ჯარიმები დაეკისრა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა