|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალიან რეალური საფრთხეა, რომ პროცესები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს" -კობა ნარჩემაშვილი

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით ის მხარს უჭერს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას. მისი თქმით, ის ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლლებებს.
ნარჩემაშვილის განცხადებით, დეპუტატები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე არიან , რადგან დიდია საფრთხე პროცესები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს.
 
"სახელსუფლებო კრიზისი სახეზეა და ახლა მთავარია ეს არ გადაიზარდოს პოლიტიკურ კრიზისში.  ძალიან რეალური საფრთხეა რომ პროცესები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს.  აქედან გამომდინარე, ჩვენი დეპუტატების პასუხისმგებლობა ისაა ეს ყველაფერი უმართავ პოლიტიკურ კრიზისსი არ გადაიზარდოს"განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
 შეგახსენებთ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რაც მწვაეე დაპირისპირების საგანს წარმოადგენს.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა