|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძაღლები ბინაში მეზობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება (VIDEO)

ცხოველთა დამცველ მირანდა ჩოგოვაძეს შინაური ცხოველების დაცვა მეზობლებისგან უხდება. სულხან საბას #81 ნომერში სამეზობლო დავა 4 ძაღლის გამო დაიწყო. ადგილობრივების განცხადებით, კორპუსში ძაღლების  ყოფნის გამო მათ პრობლემები ექმნებათ. მათი თქმით, ჩოგოვაძეები ძაღლებს სათანადოდ ვერ უვლიან, რის გამოც მეზობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

 მირანდა ჩოგოვაძის განცხადებით, მისი ძაღლები პრობლემას არა მთელ კორპუსს, არამედ მხოლოდ მეორე სართულზე მცხოვრებ თინა ოსაძეს უქმნის, რომელმაც მეზობლებში ხელმოწერების შეგროვება იძულების წესით მოახდინა. ხელმომწერთა სიაში აღმოჩნდა ცნობილი ქირურგი თემურ ძიძიგური, რომელსაც კლინიკა აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზეა აქვს მოწყობილი. მირანდა ჩოგოვაძის თქმით,  ძიძიგურმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ თინა ოსაძემ ხელი იძულებით მოაწერინა. ფაქტს არ ადასტურებს თავად თინა ოსაძე და საპირისპირო განცხადებას აკეთებს.

 მირანდა ჩოგოვაძის თქმით, არსებული კანონმდებლობა  საცხოვრებელში 10 ძაღლის ყოლის უფლებას იძლევა, მეტის შემთხვევაში  მეპატრონემ თავშესაფრის დარეგისტრირება უნდა მოახდინოს. ჩოგოვაძეებს ამ დროისათვის სახლში ოთხი ძაღლი და 3 ლეკვი ყავთ, რომლებთაც საჭირო აცრები აქვთ ჩატარებული. თუკი მეზობლები ვერ მოახდენენ შეთანხმებას, გამორიცხული არაა, დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა