|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლომინაძე - 42,16%, ვაშაძე - 34,72% - ქუთაისში არჩევნების შედეგები"ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა

ქუთაისში არჩევნების პირველადი შედეგები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა. ზაზა ლომინაძის მიერ მიღებული მხარდაჭერა 40,51%-დან 42,16%-მდე გაიზარდა.   გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმები 34,72%-დან  34,72%-მდე შემცირდა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგებით ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა.

  • ზაზა ლომინაძე 42,16%
  • გრიგოლ ვაშაძე - 34,72%
  • ოთო კახიძე - 5,95%
  • ანა ნაცვლიშვილი - 4,48%.
  • ამ მონაცემებით, ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. თუმცა როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ოპოზიცია საქარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. არჩევნების შედეგებს ოპოზიციის წარმომადგენლებითბილისში პარლამენტის წინ აპროტესტებენ.

ავტორი: ნიუპრესი