|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება ევროპასთან ინტეგრაციის პარალელურად უნდა ხდებოდეს

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

,,საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებს შევხვდი. ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება ევროპასთან ინტეგრაციის პარალელურად უნდა ხდებოდეს, თუ გვინდა, რომ მსოფლიო, როგორც ერს და როგორც ქვეყანას, გვაფასებდეს და ღირსეული ადგილი გვეჭიროს მსოფლიო თანამეგობრობაში. ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის სადროშოში ბევრი ჩვენი საამაყო თანაქალაქელია გაერთიანებული. დიდია მათი წვლილი ქუთაისის განვითარებაში და ეს ადამიანები მომავალშიც ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის გვჭირდება!,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა