|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: მოსახლეობასთან იმ გეგმებზე ვსაუბრობ, რაზეც მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარლამენტში ვიმუშავებ

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე კარდაკარის პრინციპით ამჯერად ჩეხოვისა და სოხუმის ქუჩის მოსახლეობასთან იმყოფებოდა. კანდიდატი მოსახლეობას იმ გეგმებს აცნობს რომელზეც მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს პარლამენტში.

,,მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს ვაგრძელებთ. ამჯერად ჩეხოვის და სოხუმის ქუჩების მკვიდრებს ვესტუმრეთ. კარდაკარის პრინციპით უკვე ბევრ ქუთაისელთან მივედით, საარჩევნო ბუკლეტები დავურიგეთ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ, იმ გეგმებზეც, რის განხორციელებასაც საქართველოს პარლამენტში ვგეგმავ, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, როგორც პირადი პრობლემების მოგვარება, ასევე ქალაქის განვითარებაც. ჩეხოვის ქუჩის ორ მონაკვეთზე ახლახანს დასრულდა საგზაო- ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 120 000-მდე ლარი დაიხარჯა. მოსაწესრიგებელი კიდევ ბევრი რამაა და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ ამ ადამიანების ცხოვრების პირობები უკეთესი იყოს,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა