|
  • EUR 1 = GEL 3.8137
  • USD 1 = GEL 3.2202
|

ზაზა ლომინაძე: ვულოცავ მესხიშვილელებს და მთელ ქუთაისს ჩვენი საამაყო თეატრის 160-ე შემოქმედებით სეზონს

 ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 160-ე თეატრალური სეზონი გახსნა. სეზონის გახსნას ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ესწრებოდა.

,,ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა დღეს საიუბილეო 160-ე სეზონი გახსნა. ყოველი ახალი სეზონი თეატრისთვის ისტორიის ახალი ფურცელია, მოვლენაა ქალაქის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიის გამო ახალ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა თეატრმა შეძლო ამ გამოწვევებთან გამკლავება და დღეს სეზონის გახსნას ახალ სივრცეში- „მწვანე თეატრში „- შევხვდით. ვულოცავ მესხიშვილელებს და მთელ ქუთაისს ჩვენი საამაყო თეატრის 160-ე შემოქმედებით სეზონს, წარმატებულ სპექტაკლებს და მაყურებლის სიმრავლეს ვუსურვებ!,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა