|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 141 411 ლარის სილასა და ხრეშს ყიდულობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 141 411 ლარის სილასა და ხრეშს ყიდულობს. გამგეობამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომლის ვადებიც 27 ივლისს მთავრდება. სატენდერო დოკუმენტების თანახმად,  ფრაქციული ღორღის ხრეშისა და სილანარევი შებენის შეზიდვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში იგეგმება.

სატენდერო პირობებში მითითებული არ არის ქუჩების და უბნების რაოდენობა. მიმწოდებელი ვალდებულია მასალის შეზიდვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით არჩევნების ჩატარებამდე მოახდინოს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ რაიონებში საარჩევნოდ გზების მოხრეშვა ჩვეული პრაქტიკაა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა