|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

ზესტაფონის სასამართლომ დიდი ოდენობით მარიხუანას კულტივაციის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დიდი ოდენობით მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებული ავთო მეტრეველის პროცესი გაიმართა.

პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 4 წლით პირობითი სასჯელი და 4000 ლარი ჯარიმა შეეფარდა.

საქმე ეხება 20 კგ-მდე მარიხუანას კულტივაციას, რომელზეც ბრალდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სხდომას ზურა ჯაფარიძე და გირჩის წევრები ესწრებოდნენ.

ზურა ჯაფარიძის თქმით, დღეს მათ გაიმარჯვეს და პატიმრობის ნაცვლად მიეღწიეს შეთანხმებას. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ადამიანები მარიხუანას კულტივაციის და მოხმარების გამო არ უნდა ისჯებოდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი