|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიღუპა

ზესტაფინში დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების პირვანდელ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა. მათივე ინფორმაციით, დედა მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან მარტო ცხოვრობდა. ის დილიდან არ გამოჩენილა და ახლობლებმა მოკითხეს. ისინი ბინაში მეორე სართულზე ფანჯრიდან შევიდნენ და ბინაში გარდაცვლილები აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი 25 წლის მირანდა სხილაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო და ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. ადგილზე პოლიცია და სოკარ გაზის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ჯერ არ მომხდარა ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა