|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მრევლი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის გადადგომას ითხოვს

ზესტაფონში მრევლის ნაწილი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის გადაგომას ითხოვს. აქციის მონაწილეები მეუფის რეზიდენციასთან არიან შეკრებილნი.

ისინი იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომლებიც მათი თქმით, ღვთისმსახურების ნორმებს ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ეპარქიაში მსახურების ციკლის მოშლა და მწუხრისა და ცისკრის გარეშე აღსარების წირვების ჩატარება.

მრევლის თქმით, დარღვეულია აღსარების საიდუმლო. აქციის მონაწილეები მეუფეს ეპარქიაში არსებული პრობლემების მოგვარებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისგან ეპარქიის დატოვებას მოითხოვენ.

მეუფის რეზიდენციაში აქციის მონაწილეების მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა