|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვი ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მმართველი ზოია ლელაძე განმარტავს, რომ გამოძიებაში როგორც ზესტაფონის საგამოძიებო ორგანო, ასევე სურსათის უვნებლობის სამსახური ჩაერთო, პარალელურად მუნიციპალიტეტის დონეზე  შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს საქმის წარმოებას.

თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ საკვები შინაგანაწესის დარღვევით მოხდა ბაღში გამგე და აღმზრდელი საყვედურს მიიღებენ. ზოია ლელაძის განცხადებით, ბაღში გარედან საკვების შეტანა იკრძალება, თუმცა მშობლები მალულად ცდილობენ ტორტის შეტანას.

შეგახსენეთ, ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამლულთა რაოდენობა 14- მდე გაიზარდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა