|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ჭის გათხრისას უძველესი ხმლები იპოვეს

ზესტაფონის ერთ-ერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღებია აღმოჩენილი. ინფორმაციას მერიის ოფოციალური გვერდი ავრცელებს.

საბრძოლო აღჭურვილობა ადგილობრივებმა  საკუთარ ეზოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კუთვნილ ტერიტორიაზე წყლის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყეს. საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ.

საქართველოში იარაღის წარმობა ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა