|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალის "Vogue" ტოპ ათულში საქართველო პირველ ადგილზეა

ცნობილი ჟურნალი Vogue იმ ქვეყნების ათეულს აქვეყნებს, რომლებიც 2017 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მათ შორის საქართველო პირველ ადგილზეა.

ჟურნალისტი წერს, რომ "საქართველო ცნობილია ვენახებითა და საქვეყნოდ განთქმული გემრიელი ღვინით, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მოინახულოთ".

ჯენ მერფი აღნიშნავს, რომ თბილისი ახალგაზრდული სულით ბრუკლინს ჰგავს, თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო რუმსი კი საუკეთესო მეგზური იქნება ქვეყნის სამზარეულოსა და მუსიკის გასაცნობად.

ჯენ მერფის აზრით, თბილისში ჩამოსული ტურისტები აუცილებლად უნდა ესტუმრონ ყოფილ საბჭოთა ქარხანასაც, სადაც ამჟამად მულტიკულტურული სივრცეა შექმნილი არტისტებისთვის (ფაბრიკა).

სტატიაში ნახსენებია ქართული სამზარეულოც, რომელსაც ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა.

Vogue-ს სიაში ასევე მოხვდნენ: ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო, იორდანია, დანია და კოლუმბია.

ავტორი: ნიუპრესი