|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად ჯავახია გარემოვაჭრეებისაგან პროდუქტს ყიდულობს? [VIDEO]

ქუთაისში , ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. 

მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის თანახმადაც, 21 აპრილიდან ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა იკრძალება.

ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

 "ნიუპრესის" კამერამ შემთხვევით დააფიქსირა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პროდუქტებით ხელში.

"ნიუპრესის" კითხვაზე, გარემოვაჭრეებისაგან შეიძინა თუ არა პროდუქტი, ჯავახია პასუხობს, რომ პროდუქტი  ახლობელმა აჩუქა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა