სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის პოლიციის მაღალჩინოსანი ქრთამის აღებისათვის დააკავეს

14 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 96

იმერეთის პოლიციის მაღალჩინოსანი ქრთამის აღებისათვის დააკავეს

კრიმინალური პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსთან ერთად დაკავებულია გამომძიებელიც.

კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, თეა პერტაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელი ზურაბ ჭ.

პერტაიას განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უაკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა დღეს ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

თეგები: დაკავება