|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა

ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი იზრდება. კერძოდ, წლიურად ბიუჯეტში ჯარიმებით 50,7%-ით მეტი თანხის მობილიზება მოხდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 52 637 219 ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 22 350 838 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 30 286 380 ლარის მობილიზება მოხდ 

2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა.

ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 5 511 066 765 ლარი შეადგინა.

bpn.ge

 

ავტორი: