მაისი 2, 2021

ხარაგაულში, თბილისი – ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

თბილისი – ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ხარაგაულიდ მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისღან მოხდა.

ფაქტის ამსახველ ინფორმაციას და ვიდეოს Facebook-ის მომხმარებლები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მატარებელს ვაგონი მოსწყდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის ადგილზე უკვე მობილიზებული არიან მაშველები.