მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია ქუთაისში, სასაფლაოზე დააკავეს.
აქტივისტების ცნობით, რომ ნიკა ნარსია მამის საფლავზე იყო მისული.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.
შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით.