მაისი 2, 2021

ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 84 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარა – 114, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 33, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94, კახეთი – 45, მცხეთა-მთიანეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც: 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 246, აჭარაში – 460, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 12, იმერეთში – 8. 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 – თბილისში, 314 – აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 151 პირი ემსხვერპლა.