მაისი 3, 2021

ქუთაისში კომენდანტის საათის დროს სახლი გაქურდეს

ქურდობა აღდგომის დღესასწაულის ღამით. ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე კომენდანტის საათის დროს სახლი გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, დაუდგენელი პირები სახლში იმ დროს შეიპარნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. მათ 500 ლარის, 100 ევროს და ძვირფასი ნივთების წაღება მოახერხეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძოება 177-ე მუხლით მომდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.