დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 64.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 376, აჭარაში – 469, იმერეთში – 424.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 87, იმერეთში -102.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში – 93, აჭარაში – 11, იმერეთში – 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 – თბილისში, 303 – აჭარაში.
9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა.