მამაკაცს, რომელიც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის დროს მდინარე რიონში გადახტა და გაუჩინარდა ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის ნიკა ანთიძის მოსაძებნად მდინარე რიონში ჰესების სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან.
“ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები”, — ნათქვამია ოფიციალიურ განცხადებაში.
მდინარე რიონში 30-წლამდე მამაკაცი 10 აპრილს გადახტა და გაუჩინარდა.