მაისი 8, 2021

ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი – 8 მაისის სტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთში – 162.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 041, საიდანაც: 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 470, აჭარაში – 493, იმერეთში – 443. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 427 – თბილისში, 332 – აჭარაში. 11 969 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა.