დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა – 127, იმერეთი – 178.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215, საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 454, აჭარაში – 464, იმერეთში – 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 890 პირი, მათ შორის, თბილისში – 458, აჭარაში – 91, იმერეთში -125.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 9, იმერეთში – 13. 775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 – თბილისში, 343 – აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი ემსხვერპლა.