დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 103.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 302, აჭარაში – 486, იმერეთში – 542.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 102, იმერეთში -158.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 12, იმერეთში – 16.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა.