მაისი 22, 2021

ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევიდან 84 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, აჭარაში – 96, იმერეთში – 84.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 365, აჭარაში – 482, იმერეთში – 525.

მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 103, იმერეთში -158.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 10, იმერეთში – 16.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა.