მაისი 23, 2021

23-24 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-24 მაისს საქართველოში ამინდი გაუარესდება.

მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა +30, +35 გრადუსი შენარჩუნდება.

თბილისში 23-24 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.