მაისი 26, 2021

რიონის ხეობაში რკინის კედლები ისევ აღმართეს

პოლიციის მობილიზება რიონის ხეობაში. სამართალდამცველებმა გუმათის დასახლებაში რკინის კედლები ისევ აღმართეს. პერიმეტრზე განლაგებულია ბარიკადებიც.

ადგილზე მყოფი რიონის ხეობის მცველების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რიონის ხეობაში განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ჰესის მოწინააღმდეგეები 26 მაისის საღამოს პროტესტს ისევ ძველ ლოკაციაზე, გუმათის დასახლებაში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტმა 23 მაისს თბილისში გადაინაცვლა და რამდენიმე აქცია გაიმართა.