დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 42, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 22, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც:
3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 120, აჭარაში – 417, იმერეთში – 536.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში – 415, აჭარაში – 102, იმერეთში -173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 16, იმერეთში – 17.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი ემსხვერპლა.