მაისი 27, 2021

რიონის ხეობაში ჭყლის ჭავლის ორი მანქანაა მობილიზებული

ხმაური იყო მთელი ღამე რიონის ხეობაში. ჰესის მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირზე უწყვეტად აბრახუნებდნენ.

ისინი ამ ფორმით ნამოხვანში გადაადგილების აკრძალვს და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიის მუშაობის შეჩერებას მოითხოვენ.

დღეს კომპანიის ტექნიკისთვის გზის გადაკეტვასაც აანონსებენ.

ჯებირის მეორე მხარეს სამართალდამცველებიც იმყოფებიან. რიონის ხეობაში ჭყლის ჭავლის ორი მანქანაა მობილიზებული.