მაისი 28, 2021

იმერეთში კორონავირუსის 103.ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 103.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 715, საიდანაც: 3 937 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 110, აჭარაში – 399, იმერეთში – 536.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში – 415, აჭარაში – 102, იმერეთში -173.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 16, იმერეთში – 17.

675 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 353 – თბილისში, 282- აჭარაში. 8 103 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა.