მაისი 28, 2021

გუმათში დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო. 2-ის გრძელდება

გუმათში დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო. აქტივისტების თქმით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რაც მათ დანაშაულს დაამტკიცებს.

დაკავებულებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს. მომდევნო პროცესი 4 ივნისს გაიმართება.

ამ წუთებში ორი აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს. მათ გამოძიება პოლიციელების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

შეგახსნებთ, რვა ადამიანი წუხელ გუმათში მომხდარი დაპირიაპირების დროს დააკავეს.