რიონის ხეობაში გრძელდება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების ხმაურის აქცია.
ძლიერი წვიმის მიუხედავად, აქტივისტები რკინის კედელზე ბრახუნს აგრძელებენ, რითაც ხელისუფლებას ნამოხვანისაკენ გზის გახსნიკსკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რკინის ჯებირის დაზიანების ფაქტზე შსს-მ საქმე აღძრა, დღეს კი ჯებირზე მიყენებული ზიანის დასაფიქსირებლად ადგილზე პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.