სეტყვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ხევის, მოლითის, ხუნევის და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა. სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობის დადგენა.
მაისი 31, 2021
ხარაგაულის სოფლებში სეტყვამ ვენახი და ნათესები დააზიანა