ივნისი 2, 2021

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 30 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარა – 82, იმერეთი – 99.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 923, აჭარაში – 385, იმერეთში – 439.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 82, იმერეთში -157.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 15, იმერეთში – 15.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა.