ივნისი 3, 2021

ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან 78 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 78.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც: 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 914, აჭარაში – 361, იმერეთში – 435.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში – 371, აჭარაში – 80, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 15, იმერეთში – 14.

639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 – თბილისში, 233- აჭარაში. 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა.