ივლისიდან იმერეთის რეგიონში დღის განმავლობაში 6-დან 7 000-მდე ადამიანი აიცრება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე დღეს, 4 ივნისს ქუთაისში განაცხადა.
მისივე თქმით, იმერეთში ვვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია.
“ამ დროისათვის ქვეყანაში 162 000 ადამიანია ვაქცინირებული, ხოლო ივლისიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დღის განმავლობაში 6-დან 7 000-მდე ადამიანი აიცრება. ამ დროისათვის არსებული პროგნოზით, მიმდინარე წლის დეკემბერში მოსახლეობის 60 პროცენტი სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ორ ახალ ვაქცინას ელოდებიან, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.