ივნისი 5, 2021

ქუთაისში სამხედრო პირის დაჭრის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ

გუშინ ქუთაისში დაჭრილი 31 წლის სამხედრო ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიკოსების თქმით, შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა, იმისათვის, რომ ჯარისკაცმა სიარული შეძლოს, სავარაუდოდ, რამდენიმე ოპორაციის გაკეთება იქნება აუცილებელი.

დიმიტრი ბუცხრიკიძე მესამე ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.

ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.