ივნისი 5, 2021

ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 67.ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა – 66, იმერეთი – 67.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 897, აჭარაში – 337, იმერეთში – 436.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში – 362, აჭარაში – 85, იმერეთში -149.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 12, იმერეთში – 15. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 231- აჭარაში.

7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა.