ივნისი 7, 2021

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 21, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 3, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28 კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926, საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 929, აჭარაში – 328, იმერეთში – 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 357, აჭარაში – 89, იმერეთში -131.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში – 10, იმერეთში – 11. 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 – თბილისში, 220- აჭარაში.

5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი ემსხვერპლა.