ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 982 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა, აჭარა – 71, იმერეთი – 86, ქვემო ქართლი – 66, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 346 საიდანაც 3 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 794, აჭარაში – 313, იმერეთში – 417.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში – 326, აჭარაში – 88, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში – 132, აჭარაში – 11, იმერეთში – 11.