დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთში – 59.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 909 საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 820, აჭარაში – 305, იმერეთში – 411.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 86, იმერეთში -146.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 8, იმერეთში – 13.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 996 პირი ემსხვერპლა.