ივნისი 11, 2021

წყალტუბოში დევნილები ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთის ომში მონაწილე პირები ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

ომის ვეტერანების თქმით, დევნილთა სამმართველო, მათ დაჰპირდა, რომ იმერეთში მცხოვრებ დევნილ ვეტერნებს 60 ბინა გადაეცემოდათ, თუმცა მხოლოდ 38 ბინა გაიცა.

სანატორიუმებში მცხოვრებლების თქმით, მათ მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება, თუმცა ამის მიუხედავად, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ დრომდე არ მომხდარა.