ქუთაისში მაღაზიათა ქსელი “სპარი” გაქურდეს. ამ დრომდე დაუდგენელი პირები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ფილიალში კომენდანტის საათის დროს, ღამის 3 საათზე შევიდნენ.
ობიექტზე შესვლა მძარცველებმა მინის კარის ჩამსხვრევით მოახერხეს.
დილით ადგილზე მისულ თანამშრომლებს მაღაზია გაქურდული დახვდათ.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტი და ტკბილეული.
შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.