ივნისი 14, 2021

რიონის ხეობის აქტივისტები რკინის ჯებირის მოხსნის დაპირების შესრულებას ითხოვენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 231-ე გუმათში დღეა გრძელდება. აქტივისტები ხელისუფლებისგან პირობების შესრულებას ელოდებიან.

ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 18 ივნისამდე ხეობა უნდა დატოვოს საპოლიციო ძალებმა, მოიხსნას რკინის ბარიკადები და გაათავისუფლონ დაკავებული აქტივისტები.

მოძრაობის ლიდერების თქმით, პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა დიალოგი.

რიონის ხეობაში ამ დროისთვის სიტუაცია უცვლელია, თუმცა შემცირებულია პოლიციელთა რაოდენობა.