დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 69.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 282 საიდანაც: 2 935 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 636, აჭარაში – 253, იმერეთში – 367.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში – 301, აჭარაში – 70, იმერეთში -133.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 121, აჭარაში – 9, იმერეთში – 17.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა.