გუმათში ჯებირების აღებას ელოდებიან. როგორც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, ხვალ შეთანხმების ბოლო ვადაა, ამიტომ გონივრული გადაწყვეტილების მოლოდონში არიან.
მათი თქმით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბარიკადების აღება იყო.
მოთხოვნების შეუსრულებლობოს შემთხვევაში, პროტესტი გუმათში გაგრძელდება.
არსებული ინფორმაციით, ხეობაში იმყოფება იმერეთის მხარის რწმუნებული. ჯერჯერობით ის ჰესის მოწინააღმდეგეებს არ შეხვედრია.